Loading data...
დონალდ ტრამპი: ეს იყო პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის გამოსვლაზე, რომელშიც მან, ფაქტობრივად, უარი თქვა 12 მაისიდან ამოქმედებულ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე და ამის ნაცვლად, უკრაინას 15 მაისს, სტამბოლში მოლაპარაკებები შესთავაზა.

სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ ეს „პოტენციურად დიდი დღეა“ რუსეთისა და უკრაინისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ომი საბოლოოდ დასრულდება.

მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ შედეგის მისაღწევად ორივე მხარესთან მუშაობას გააგრძელებს.

„პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ, ასობით ათასი სიცოცხლე, რომელიც გადარჩება, როდესაც ეს დაუსრულებელი „სისხლის ღვრა“ იმედია დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და გაცილებით უკეთესი სამყარო.

განვაგრძობ მუშაობას ორივე მხარესთან, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ ეს მოხდება. აშშ-ს სურს ამის ნაცვლად ფოკუსირება მოახდინოს აღდგენასა და ვაჭრობაზე. დიდი კვირა გველოდება!​​​​​​​​​​​​​​​​“ - წერს ტრამპი.