Loading data...
დონალდ ტრამპი: ერთი წლის წინ, 5 ნოემბერს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო საპრეზიდენტო გამარჯვება გვქონდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს საკუთარი გაპრეზიდენტებიდან ერთი წლისთავი მიულოცა.

მისი თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად განვითარდა და ხარჯები შემცირდა.

„გილოცავთ ერთი წლის იუბილეს. ამ დღეს, 5 ნოემბერს, ერთი წლის წინ, ჩვენ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო საპრეზიდენტო გამარჯვება გვქონდა. დიდი პატივია, წარმოვადგენდე ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და ხარჯები მკვეთრად მცირდება. ხელმისაწვდომობა ჩვენი მიზანია“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.