Loading data...
დონალდ ტრამპი: ემანუელ მაკრონი ჩემი მეგობარია, მას დიდი ხნის წინ ვუთხარი, რომ დიდ შეცდომას უშვებდა, ყველას აძლევდა ქვეყანაში შესვლის უფლებას

„ემანუელ მაკრონი ჩემი მეგობარია, მე მას დიდი ხნის წინ ვუთხარი, რომ საფრანგეთში დიდ შეცდომას უშვებდა, ყველას აძლევდა ქვეყანაში შესვლის უფლებას“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, ემანუელ მაკრონს ქვეყნის საზღვრები დიდი ხნის წინ უნდა ჩაეკეტა.

„მთელი მსოფლიო საფრანგეთში ჩადიოდა და, იცით, პარიზი ძალიან მალე მუსლიმურ ქალაქად იქცევა. ემანუელს ვუთხარი, რომ საზღვრები უნდა ჩაეკეტა. მას რვა-ცხრა წელია ვიცნობ და ეს ჯერ კიდევ ჩვენი პირველი შეხვედრისას ვუთხარი. ვუთხარი : ე„მანუელ, დიდ შეცდომას უშვებ“. ჩვენ საზღვრები ჩავკეტეთ, მან კი ეს არ გააკეთა. იცით, რა მოხდა? მისი საზღვრები პრობლემად იქცა. ემანუელს საზღვრები დიდი ხნის წინ უნდა ჩაეკეტა“, – აღნიშნა ტრამპმა.