Loading data...
დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმის დაკავებაზე: ეს ძალიან სამწუხაროა

ეს ძალიან სამწუხაროა, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმის, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის დაკავებას.

ჟურნალისტის კითხვაზე დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმის დაკავებასთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა, რომ ეს ძალიან სამწუხაროა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას „შეუძლია ამაზე საუბარი“, რადგან ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნების შემდეგ „სრულად გაამართლეს“.

„მე არაფერი გამიკეთებია. მე გარკვეულწილად ექსპერტი ვარ, რადგან სრულად გამამართლეს, ამიტომ შემიძლია ამაზე საუბარი. ეს ძალიან სამწუხაროა. მისი ძმა, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში, მეფე. ეს ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა ტრამპმა.