დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს მიიღებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს, 28 ივლისს, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს. ტრამპი ლიდერებს ცალ-ცალკე შეხვდება და საუბრის მთავარი თემა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტები იქნება. ამის შესახებ CNN-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა განუცხადა.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ტრამპი ნეთანიაჰუსთან ირანის ომს, ლიბანთან მოლაპარაკებების პროგრესსა და აბრაამის შეთანხმებების გაფართოების მცდელობებს განიხილავს.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპი უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს განიხილავს.
„ახლა ომის დასრულების დროა“, - დასძინა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
ნეთანიაჰუც და ზელენსკიც სენატორ ლინდსი გრეჰემის დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავენ, რომელიც დღეს ვაშინგტონში გაიმართება.