Loading data...
დონალდ ტრამპი: დაუყოვნებლივ ვზრდი 10%-იან გლობალურ ტარიფს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაგანაც ბევრი ათწლეულების განმავლობაში, დაუსჯელად „ძარცვავდა“ აშშ-ს

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, ყველა ქვეყნისთვის საქონლის იმპორტზე „გლობალურ ტარიფს“ 10%-დან 15%-მდე ზრდის.

„მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დაუყოვნებლივ ვზრდი 10%-იან გლობალურ ტარიფს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაგანაც ბევრი ათწლეულების განმავლობაში დაუსჯელად „ძარცვავდა“ აშშ-ს (სანამ მე მოვიდოდი ხელისუფლებაში!), სრულად დაშვებულ და იურიდიულად დასაბუთებულ 15%-იან დონემდე“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.

ტრამპმა, ასევე, დასძინა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში მისი ადმინისტრაცია განსაზღვრავს და დააწესებს ახალ „სამართლებრივად დასაშვებ ტარიფებს“, რათა გააგრძელოს კამპანია „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული“.

მანამდე, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ერთპიროვნულად დააწესა მასშტაბური ტარიფები მთელ მსოფლიოში. ამის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში საქონლის მთლიან იმპორტზე დამატებით 10%-იან გადასახადს აწესებს, რომელიც უკვე არსებულ ტარიფებს დაემატება.