1745590911
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: დარწმუნებული ვარ, რომ აშშ და ირანი ბირთვულ შეთანხმებას გააფორმებენ

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა ჟურნალმა Time, სადაც სხვა, არაერთ საკითხთან ერთად, ტრამპი ირანთან ურთიერთობასაც შეეხო. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
„ჩვენ მივაღწევთ ამას. ირანთან შეთანხმებას გავაფორმებთ და ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე აღარ იქნება. სხვა ვერავინ შეძლებდა ამას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული არაპირდაპირი მოლაპარაკებები პირველად, ომანის შუამავლობით, 12 აპრილს, დედაქალაქ მასკატში დაიწყო. მეორე რაუნდი კი, იტალიის დედაქალაქ რომში გაგრძელდა.