Loading data...
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი 19 ნოემბერს ორმხრივ შეხვედრას გამართავენ

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ხვალ, 19 ნოემბერს, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები - დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. აღნიშნულის შესახებ CNN წერს. 

ტრამპისა და პუტინის ბოლო ორმხრივი შეხვედრა 2025 წლის აგვისტოში ალასკაში გაიმართა.

ცნობისთვის, დღეს ჩინეთის ქალაქ შენჟენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე საერთო ფოტოს გადაღებამდე ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს თავად მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრა.