13 მარტი 14:12
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: ჩვენ გვაქვს „სულელური ვაჭრობა“, მთელი მსოფლიო გვანადგურებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„აშშ-ს არ აქვს თავისუფალი ვაჭრობა. მე მას დავარქმევდი „სულელურ ვაჭრობას“. მთელი მსოფლიო გვანადგურებს!“ - წერს დონალდ ტრამპი.