Loading data...
დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავიდა - სი ძინპინი ტრამპს პირადად დახვდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავიდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. 

როგორც მედიასაშუალება წერს, თეთრი სახლის ლიდერს ჩინელი კოლეგა სი ძინპინი შენჭენში, თვითმფრინავის ტრაპთან პირადად დახვდა. 

ინფორმაციისთვის, ჩინეთში აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ლიდერთა სამიტია დაგეგმილი. 

19 ნოემბერს სამიტის ფარგლებში შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება. 

სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ლიდერს შეხვდა.