1744221100
უცხოეთი
დონალდ ტრამპი ჩინეთისთვის დაწესებულ ტარიფს 125%-მდე ზრდის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთისთვის დაწესებულ ტარიფს 125%-მდე ზრდის. აღნიშნულის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში.
ამასთან, ტრამპი აღნიშნავს, რომ 75-მდე ქვეყანას, 90 დღით, ტარიფები 10%-მდე შეუმცირა.
„იმ უპატივცემულობის საფუძველზე, რომელიც ჩინეთმა მსოფლიო ბაზრების მიმართ გამოავლინა, ვზრდი აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის დაწესებულ ტარიფს 125%-მდე, რაც ძალაში დაუყოვნებლივ შედის“, - აცხადებს ტრამპი.