Loading data...
დონალდ ტრამპი: ჩემს ადმინისტრაციას ვავალებ, რომ აშშ-ის ყველა ავიაკომპანიას ლიბანში პირდაპირი ფრენების უფლება მისცეს, რათა ამერიკელებმა მარტივად შეძლონ ამ ულამაზესი მიწის მონახულება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან თავის ადმინისტრაციას დაავალა, რომ ამერიკულ ავიაკომპანიებს ლიბანში პირდაპირი ფრენების უფლება მისცენ, მას შემდეგ, რაც ასეთი რეისები 40 წელზე მეტი ხნის წინ შეჩერდა.

აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის Truth Social ქსელში დაწერა. 

„ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნთმა თავისი ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის შესანიშნავი სამუშაო გასწია. მე ჩემს ადმინისტრაციას ვავალებ, რომ აშშ-ის ყველა ავიაკომპანიას ლიბანში პირდაპირი ფრენების უფლება მისცეს, რათა ამერიკელებმა მარტივად შეძლონ ამ ულამაზესი მიწის მონახულება. იმედია, სხვა ქვეყნებიც იმავეს გააკეთებენ“, - წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, ტრამპის განცხადების მიუხედავად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კატეგორიულად მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ლიბანში მოგზაურობისგან უსაფრთხოების რისკების გამო.