Loading data...
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო წარმატებები შეიძლება შეთანხმების საფუძველი გახდეს, რომლითაც ომის მიზნებს მიაღწევენ.

„პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ისრაელის თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის სამხედროების შედეგების გამოყენება ომის მიზნების შეთანხმებით მისაღწევად - გარიგებით, რომელიც ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს დაიცავს“, – აღნიშნავს ნეთანიაჰუ.

ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი „ირანსა და ლიბანში დარტყმებს განაგრძობს“.

„ვანადგურებთ სარაკეტო და ბირთვულ პროგრამას, „ჰეზბოლას“ მძიმე დარტყმებს ვაყენებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე განცხადებით, ისრაელი „ყველა გარემოებაში დაიცავს თავის სასიცოცხლო ინტერესებს“.