Loading data...
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვინც არჩევნებზე გაყალბებას გამოავლენს 1 მილიონ დოლარს მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც გასულ არჩევნებზე ან 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების გაყალბების ფაქტს გამოავლენს, ჯილდოს სახით 1 მილიონ დოლარს მიიღებს.

მისივე თქმით, თანხა გაიცემა მას შემდეგ, რაც გაყალბებაში ბრალდებულ პირებს დააკავებენ და სასამართლოში მათ განაჩენს გამოუტანენ.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გასულ არჩევნებში ან მომავალ, 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების გაყალბების შესახებ განაცხადებს, დანაშაულის ჩამდენთა დაკავებისა და მსჯავრდების შემდეგ 1 000 000 დოლარს მიიღებს!“ - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.