1756846619
უცხოეთი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ცნობები აქვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ცნობები აქვს.
„უკრაინაში ომზე ისეთი რამ შევიტყვე, რაც ძალიან საინტერესო იქნება. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გაიგებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
კითხვაზე, მოჰყვება თუ არა რაიმე შედეგი, თუ ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი არ შეხვდებიან და რა შეიძლება, იყოს ეს შედეგები, ტრამპმა განაცხადა, რომ შედეგები იქნება.
„დიახ, იქნება. ვნახოთ, რა მოხდება. ვნახოთ, რას იზამენ და რა მოხდება. ძალიან ყურადღებით ვაკვირდები. გასულ კვირაში 7 000 ადამიანი დაკარგეს, უფრო ზუსტად, 7 313 ჯარისკაცი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ისინი რუსები და უკრაინელები არიან, მაგრამ, იცით, ისინი ჯარისკაცები არიან. მინდა, რომ ეს დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.