დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდება, აშშ დარტყმებს განაახლებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანთან „კარგ მოლაპარაკებებს“ აწარმოებს და არსებობს კონფლიქტის გადაჭრის შანსი, თუმცა დასძინა, რომ თუ მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდება, აშშ-ის დარტყმები განახლდება.
„კარგი მოლაპარაკებები გვაქვს. ვფიქრობ, დიდი შანსია, რომ რაღაც მოხდეს და თუ ეს მოხდა, კარგია, თუ არა, ჩვენ დავუბრუნდებით იმას, რასაც ორი დღის წინ ვაკეთებდით“, - აღნიშნა ტრამპმა.
მოგვიანებით მიჩიგანში გამართულ საარჩევნო მიტინგზე ტრამპმა ირანის შესახებ თქვა: „მათი მოსყიდვა შეუძლებელია. თქვენ უნდა დაამარცხოთ ისინი და ჩვენ მათ საშინლად დავამარცხებთ. მაგრამ ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს. ამჟამად ძალიან მეგობრული მოლაპარაკებები მიმდინარეობს“.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაგაიმ 27 ივლისს განაცხადა, რომ მხარეებს შორის მედიატორების მეშვეობით შეტყობინებები კვლავ გადაიცემა. მისივე თქმით, ირანს დიპლომატიაზე უარი არ უთქვამს, თუმცა ინფორმაცია, რომ თეირანმა მოლაპარაკებები მოითხოვა, „სიცრუეა“.
26 ივლისს ირანელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ ირანი შეწყვეტს თავდასხმებს იქამდე, სანამ ტრამპის გადაწყვეტილება დაბომბვის კამპანიის შეჩერების შესახებ გაგრძელდება.