Loading data...
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ირანზე შეტევას განაახლებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ახალ წლამდე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ის ირანის წინააღმდეგ კიდევ ერთ შეტევას დაიწყებს.

როგორც მედია წერს, ეს განცხადება ჰგავს ტრამპის მიერ მანამდე გაკეთებულ სხვა მუქარებს, რომლებიც თებერვალში ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ გააკეთა.

Fox News-ი, რომელსაც ტრამპთან სატელეფონო ინტერვიუს სრული ჩანაწერი არ გამოუქვეყნებია, იუწყება, რომ პრეზიდენტის თქმით, ირანი არ ავლენს ისეთ ნიშნებს, რომლებიც მიანიშნებდა, რომ მას ისეთი შეთანხმების მიღწევა სურს, რომელსაც თავად ტრამპი მისაღებად მიიჩნევდა.