1750774559
უცხოეთი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, ზელენსკის ნატოს სამიტზე შეხვდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰააგაში ნატოს სამიტის ფარგლებში სავარაუდოდ თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ზე ბორტზე განუცხადა.
ჰააგაში ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ტრამპმა თქვა, რომ „დიახ, ალბათ შევხვდები“.
მანამდე, ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ შეძლებს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრას ჰააგაში, სადაც ნატოს სამიტი იმართება.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების გუნდები შეხვედრის დროს განიხილავენ.