Loading data...
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტ პუტინს პირადად ჰკითხავს, ეხმარება თუ არა რუსეთი ირანს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ის ვლადიმერ პუტინს პირადად ჰკითხავს, აწვდის თუ არა მოსკოვი ირანს სატელიტურ გამოსახულებებს, რათა მათ ჰორმუზის ყურეში არსებულ ამერიკულ ბაზებზე იერიშები მიიტანონ.

„პუტინს ვკითხავ ამის შესახებ. თუ თანამგზავრის გამოსახულებებს აწვდიან, ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია, რადგან ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყით. თქვენ იცით, მათ ვენესუელას დიდი რაოდენობით აღჭურვილობა გადასცეს. ვენესუელას მთლიანად რუსული აღჭურვილობა ჰქონდა. როგორ იმუშავა ამან? არც ისე კარგად.

ასე რომ, შეიძლება გასცემენ, მაგრამ თუ გასცემენ, ეს არ გამოუვიდათ, რადგან მათ არ ჰყავთ არმია, არ ჰყავთ საჰაერო ძალები, არ ჰყავთ საზღვაო ფლოტი, არაფერი აქვთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.