დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპის დაკრძალვას დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
„მე და მელანია რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იქ ყოფნას!“ – წერს ტრამპი.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის განცხადებით, მისი დაკრძალვის ცერემონია 26 აპრილს ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება.