Loading data...
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომის ფონზე გაზრდილი ფასებისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს

„აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არასდროს მოიხდის ბოდიშს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებების განხორციელების და ფასების ზრდის გამო“, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

მისი თქმით, საწვავზე გაზრდილი ფასები იმად ღირდა, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობა არ მისცემოდა.

„როდესაც ბენზინში ოდნავ მეტის გადახდა გიწევთ, უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ამას აკეთებთ იმისთვის, რათა ძალიან ბოროტმა ქვეყანამ, რომელიც სინამდვილეში მსოფლიოში ტერორიზმის N1 სპონსორია, ბირთვული იარაღი ვერ მოიპოვოს. ეს გახსოვდეთ, როდესაც ცოტათი მეტის გადახდა მოგიწევთ“, - განაცხადა ტრამპმა.

მან ამერიკელებისთვის ომის ფინანსური ტვირთი ნაკლებად მნიშვნელოვნად შეაფასა და აღნიშნა, რომ ირანზე დარტყმის მიყენების შესახებ მისი გადაწყვეტილება სწორი იყო.

„ფასი 4 დოლარია. ეს ნორმალურია. ანუ... მე არ ვაპირებ, არასდროს ბოდიში მოვიხადო. მე სწორად მოვიქეცი“, - თქვა მან.