1790108315
უცხოეთი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისმა ადმინისტრაციამ ირანულ დელეგაციასთან „ძალიან კარგი შეხვედრა“ გამართა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის წევრებმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანულ დელეგაციას დაახლოებით სამსაათიანი შეხვედრა გამართეს. მისი თქმით, შეხვედრა „ძალიან კარგი“ იყო.
„ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ეს ძალიან კარგი შეხვედრა იყო“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანს ორი არჩევანი აქვს - „პოტენციური სიდიადე“ სამშვიდობო შეთანხმების გზით, ან „განადგურება“.
„ორი არჩევანია. ერთ შემთხვევაში - სრული განადგურება, მეორე ალტერნატივა კი პოტენციური სიდიადეა. ის შეიძლება შესანიშნავი ქვეყანა იყოს“, - დასძინა მან.