Loading data...
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება შეწყდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება ბოლო დროს გამოქვეყნებული სატელევიზიო რეკლამების გამო შეწყდა. 

„მათი აღმაშფოთებელი საქციელის საფუძველზე, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება ამით შეწყდა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე. 

ტრამპის განცხადებით, რეიგანის ფონდმა გამოაცხადა, რომ კანადამ თაღლითურად გამოიყენა ყალბი რეკლამა, რომელშიც რონალდ რეიგანი უარყოფითად საუბრობს ტარიფებზე. 

ამასთან, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ვაშინგტონთან სხვადასხვა სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკებები ჩაიშლება, კანადა არ დაუშვებს ამერიკის წვდომას კანადის ბაზრებზე. 

ტრამპმა კანადურ ფოლადზე, ალუმინსა და ავტომობილებზე ტარიფები წლის დასაწყისში დააწესა.