Loading data...
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ოფიციალურ პირებთან შეხვედრას გამართავს

„ირანი უნდა დათანხმდეს, რომ არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი ან ბომბი“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. 

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ირანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სიტუაციურ ოთახში ოფიციალურ პირებთან შეხვედრას გამართავს.

„ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას შეზღუდვების გარეშე, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, ნაოსნობისთვის ორივე მიმართულებით. ყველა საზღვაო ნაღმი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განადგურდება. გემებს, რომლებიც სრუტეში ჩვენი საოცარი და უპრეცედენტო საზღვაო ბლოკადის გამო იყვნენ გაჭედილები, რომელიც ახლა მოიხსნება, შეუძლიათ დაიწყონ „შინ დაბრუნების“ პროცესი.

„გამდიდრებული მასალა, რომელსაც ზოგჯერ „ბირთვულ მტვერს“ უწოდებენ, რომელიც მიწისქვეშ, ღრმად არის დამარხული და რომელსაც თავზე პრაქტიკულად ჩამოქცეული მთები ახურავს - რაც 11 თვის წინ ჩვენი მძლავრი B2 ბომბდამშენების თავდასხმამ გამოიწვია - ამოღებული იქნება შეერთებული შტატების მიერ, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, და განადგურდება. არანაირი ფულადი ანგარიშსწორება არ მოხდება. სხვა, გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე, შეთანხმება მიღწეულია. ახლა მე შევხვდები მრჩევლებს სიტუაციურ ოთახში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“, - აცხადებს ტრამპი.