Loading data...
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ირანზე დარტყმის უახლოესი გეგმა არ აქვს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, „სრულ მზადყოფნაშია“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Financial Times-ს განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ირანზე დარტყმის უახლოესი გეგმები არ აქვს.

ინტერვიუში ტრამპმა მიანიშნა, რომ ირანთან არსებული დაპირისპირების მდგომარეობით კმაყოფილია.

„როგორც ჩანს, ჩვენ ვიღებთ ყველაფერს, რაც გვსურს“, - აღნიშნა ტრამპმა სატელეფონო ინტერვიუში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და განაცხადა: „დისკუსიები გვაქვს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“.

როდესაც ტრამპს ჰკითხეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მინიშნებებზე, რომ შესაძლოა, ირანზე იერიში განხორციელდეს, მან უპასუხა: „მე მზად ვარ, ჩვენ მზად ვართ. სრულ მზადყოფნაში ვართ, თუ მოქმედება გახდება საჭირო, თუმცა შესაძლოა, ამის მიზეზი არც იყოს“.