Loading data...
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა ფილიპინებთან „ძალიან დიდი სავაჭრო შეთანხმება“ გააფორმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ფილიპინებთან „ძალიან დიდი სავაჭრო შეთანხმება“ გააფორმა.

„ჩვენ ახლახან დავდეთ ძალიან დიდი სავაჭრო გარიგება - ყველაზე მასშტაბური, რაც კი ოდესმე გაგვიფორმებია და ეს სამართლიანი შეთანხმებაა ორივე ქვეყნისთვის. ამით ძალიან კმაყოფილები ვიყავით და არ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, თუმცა ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა და ეს ორივე მხარისთვის შესანიშნავი გარიგებაა“, - განაცხადა ტრამპმა ფილიპინების პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ოფიციალურ სადილზე.

მოგვიანებით Truth Social-ში ტრამპმა დაწერა, რომ ფილიპინებთან დადებული გარიგება ძალიან კარგი იქნება აშშ-ის ფერმერებისა და ენერგეტიკის სექტორში მომუშავე პირებისთვის. 

ფილიპინების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა სავაჭრო გარიგება არ უხსენებიათ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე ქვეყნის სავაჭრო წარმომადგენლები მჭიდროდ ითანამშრომლებენ, რათა აღებული ვალდებულებები კონკრეტულ ინიციატივებად აქციონ.