1785425088
უცხოეთი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკულ ბაზებზე იერიშების მიუხედავად, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე თეირანის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ განიხილავს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-ის ლიდერმა მიანიშნა, რომ ირანის ამჟამინდელი ქმედებები ვაშინგტონის კურსზე გავლენას არ იქონიებს. მისი თქმით, მსგავსი შეტევების საპასუხოდ ამერიკული ძალების გაყვანის ვარიანტი დღის წესრიგში არ დგას.
ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აპირებს, მსგავს ქმედებებზე რეაგირება გააგრძელოს. მისივე თქმით, ირანის მხრიდან შემდგომი იერიშების შემთხვევაში, საპასუხო დარტყმებს აუცილებელ ზომად მიიჩნევს.