Loading data...
დონალდ ტრამპი: აშშ შესაძლოა ირანის „პიკაქსის მთის“ ბირთვულ ობიექტს მალე დაესხას თავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ირანის „პიკაქსის მთის“ ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა მალე განახორციელოს.

„შესაძლოა, ძალიან მალე დავარტყათ „პიკაქსის მთას“… თუ იქ რაიმე ხდება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.

ცნობისთვის, ტრამპი „პიკაქსზე“ დარტყმით უკვე რამდენიმე თვეა იმუქრება. ჯერ კიდევ ივლისში მან განაცხადა, რომ აშშ, შესაძლოა, ობიექტს მალე დაესხას თავს.