Loading data...
დონალდ ტრამპი: აშშ-ს ლიბანიდან „ჰეზბოლას“ განდევნის კონკრეტული გეგმები აქვს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის და ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი განიხილავენ „კონკრეტულ გეგმებს“, როგორ შეიძლება, დაეხმარონ ქვეყანას „ჰეზბოლას“ განდევნაში. 

„ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები, რომლებსაც სხვებიც შემოგვიერთდებიან და დაგვეხმარებიან“, - აღნიშნა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, აუნთან შეხვედრისას.

ტრამპმა, ასევე, აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანიდან გასვლის პროცესში არიან.

„ეს იყო შესანიშნავი შეთანხმება, რომელიც მათ ლიბანთან გააფორმეს“, - განაცხადა ამერიკის ლიდერმა. 

ამასთან, ამერიკის ლიდერი, ასევე, აცხადებს, რომ მზად არის „ჰეზბოლასთან“ საუბრისთვის.

„მე ჰეზბოლასაც დაველაპარაკებოდი. მე ყველასთან ვსაუბრობ“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ თუ აუნი მას „ჰეზბოლასთან“ საუბარს სთხოვდა, ის ამას გააკეთებდა.