დონალდ ტრამპი: აშშ-მა ირანთან ომში უკვე გაიმარჯვა, ახლა მხოლოდ დროის საკითხია, როდის დავასრულებთ მას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანთან კონფლიქტში უკვე გაიმარჯვა, ხოლო ომის საბოლოო დასრულება მხოლოდ დროის საკითხია.
აღნიშნული განცხადება ტრამპმა ვირჯინიაში, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ამერიკას ირანთან ომი არ დაუწყია. ირანი 1979 წლიდან აწარმოებს ომს ამერიკის წინააღმდეგ. ამ საკითხისთვის მიხედვა დიდი ხნის წინ იყო საჭირო“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში შეერთებულმა შტატებმა საპასუხო დარტყმები განახორციელა.
„ჩვენ პასუხი გავეცით, თანაც ძალიან სერიოზულად, და გაუვლიეთ კიდეც. ახლა მხოლოდ იმის საკითხია, როდის გვინდა ამის დასრულება. ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს სრული გამარჯვება და არა 93-პროცენტიანი. ეს იქნება სრული გამარჯვება. მათ 25 წელი დასჭირდებათ იმის აღსადგენად, რაც ჩვენ გავანადგურეთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დანგრევა არ მოგვიწევს“, - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გაავლო პარალელი ისტორიულ კონფლიქტებთან და საზოგადოებას შეახსენა, რომ კორეის, ვიეტნამისა და ერაყის ომები გაცილებით დიდხანს გაგრძელდა და მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დონალდ ტრამპის თქმით, კონფლიქტი მალე დასრულდება.