1783059453
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: აშშ-ისთვის აბსურდულია ნატოს წევრ ქვეყნებთან ცალმხრივი ურთიერთობის გაგრძელება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალიანსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ „აბსურდულია“ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ნატოსთან „ცალმხრივი“ ურთიერთობის გაგრძელება.
„აბსურდულია, რომ აშშ ამ ცალმხრივ გზას აგრძელებს, როდესაც ურთიერთობა ორმხრივად არ მუშაობს. ისინი ჩვენ გვერდით არ იდგნენ!!!“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპი ბოლო პერიოდში არაერთხელ აკრიტიკებდა ევროპელ მოკავშირეებს ირანთან ომისადმი მათი რეაგირების გამო და ასევე, არაერთხელ დააყენა ეჭვქვეშ აშშ-ის მიერ ნატოს დაფინანსება.
მის პოსტს თან ერთვის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, აშშ ნატოში ყველაზე დიდი ფინანსური კონტრიბუტორია და ალიანსში გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა წევრი ქვეყანა.