დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაეს სასამართლოს 500 000 იმიგრანტისთვის ლეგალური სტატუსის გაუქმებას სთხოვს

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ უზენაეს სასამართლოს თხოვნით მიმართა, რომ გაუუქმონ ჯო ბაიდენის მიერ, დროებით მინიჭებული ლეგალური სტატუსი 500 000-ზე მეტ იმიგრანტს.
საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც კუბა, ჰაიტი, ვენესუელა და ნიკარაგუა დატოვეს, რათა აშშ-ში საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი მიეღოთ. ამის შესახებ, NBC News გვიყვება.
როგორც ჩანს, ამერიკის უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი ცდილობს დაასრულოს წინამორბედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პროგრამა, რომლის მიხედვითაც კუბის, ჰაიტის, ნიკარაგუის და ვენესუელას 532 000 მოქალაქეს, საშუალება ეძლეოდა, ორ წლამდე ეცხოვრათ და ემუშავათ აშშ-ში.
მიუხედავად კრისტი ნოემის მცდელობისა, მას მოწინაღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. მასაჩუსეტსის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ინდირა ტალვანი გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და აღნიშნავს, რომ „ადმინისტრაციას არ შეუძლია თითოეული ადამიანის სტატუსის გაუქმება, ინდივიდუალური გადაწყვეტილების გარეშე.“
პარალელურად, თეთრი სახლის მონდომებას იწონებს გენერალური პროკურორი დ. ჯონ საუერი და ამბობს, რომ „ტალვანის და სხვა ფედერალურ მოსამართლეებს არ აქვთ უფლებამოსილება, ეს საკითხი გადაწყვიტონ ფედერალური იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად.“