1767465909
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: აშშ-ის მსხვილი ნავთობკომპანიები ვენესუელაში შევლენ და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მსხვილი ნავთობკომპანიები ვენესუელაში შევლენ.
დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ აშშ ვენესუელას გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე მართავს.
დონალდ ტრამპის თქმით, ეს ასევე გულისხმობს აშშ-ის ნავთობკომპანიების ქვეყანაში შესვლას.
„ჩვენი ძალიან დიდი აშშ-ის ნავთობკომპანიები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, შევლენ, მილიარდობით დოლარს დახარჯავენ, მძიმედ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, ნავთობის ინფრასტრუქტურას შეაკეთებენ და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ,“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.