დონალდ ტრამპი: აშშ ირანზე ეკონომიკური ზეწოლის შედეგებს აკვირდება
„აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია ირანზე ეკონომიკური ზეწოლის შედეგებს აკვირდება“, - ამის შესახებ მან axios-თან ინტერვიუში ისაუბრა.
გამოცემის ცნობით, ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის წამოწყებას, ეკონომიკური წნეხის გაძლიერებასა და მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას ამჯობინებს.
„ჩვენ ამ საკითხზე განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვამახვილებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ვაშინგტონი თეირანთან მხოლოდ ნაწილობრივ მოლაპარაკებებს მართავს და ამ ეტაპზე ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ადევნებს თვალს, მათ შორის მაღალ ინფლაციასა და ფინანსური რესურსების დეფიციტს.
ტრამპმა დასძინა, რომ ირანი ეკონომიკურად „ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“ და სამხედროებისთვის ხელფასების გადასახდელი სახსრებიც კი არ გააჩნია. მისი შეფასებით, შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა აშშ-ის მიერ დაწესებულმა საზღვაო ბლოკადამ.