Loading data...
დონალდ ტრამპი: აშშ-ირანის შეთანხმება მთელ რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოიტანს, ბევრმა პრეზიდენტმა სცადა ირანთან მშვიდობის დამყარება და ჩემამდე ყველამ მარცხი განიცადა

ეს დიდი შეთანხმება მთელ რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოიტანს, ბევრმა პრეზიდენტმა სცადა ირანთან მშვიდობის დამყარება და ჩემამდე ყველამ მარცხი განიცადა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რეგიონის ლიდერებმა პირველად იპოვეს ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია, მათ რეალური მშვიდობის მიღწევაში დაეხმაროს.

„პარასკევს [19 ივნისს] შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ნაღმებისგან გაწმენდის მიზნით სრუტის გახსნით ნავთობი კვლავ დაიწყებს მოძრაობას სრუტის ორივე მხრიდან, რაც სარგებელს მოუტანს როგორც რეგიონს, ისე მთელ მსოფლიოს!“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.