დონალდ ტრამპი: აშშ არ დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებები კარგად წარიმართა.
მისი თქმით, ბევრ რამეზე შეთანხმდნენ, მაგრამ ბირთვული იარაღის საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.
„შეხვედრამ კარგად ჩაიარა, საკითხების უმეტესობაზე შეთანხმება მიღწეული იქნა, მაგრამ ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი - ბირთვული იარაღი, გადაუჭრელი დარჩა“, - წერს ტრამპი.
ტრამპის თქმით, შეხვედრა საერთო ჯამში, დაახლოებით 20 საათს გაგრძელდა.
მისი თქმით, ერთი რამ არის - ირანს არ სურს უარი თქვას ბირთვულ ამბიციებზე.
„„ირანთან შეხვედრა დილით ადრე დაიწყო და მთელი ღამე - თითქმის 20 საათს გაგრძელდა. შემეძლო დეტალურად მესაუბრა და ბევრ რამეზე მესაუბრა, რაც მიღწეულია, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი - ირანს არ სურს უარი თქვას თავის ბირთვულ ამბიციებზე!
ჩემი სამი წარმომადგენელი, მთელი ამ დროის განმავლობაში ძალიან მეგობრულად და პატივისცემით განეწყო ირანის წარმომადგენლების -მოჰამედ-ბაღერ ღალიბაფის, აბას არაღჩისა და ალი ბაღერის მიმართ, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი სრულიად შეუვალები იყვნენ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე. როგორც ყოველთვის ვამბობდი, თავიდანვე და მრავალი წლის განმავლობაში - ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი!“ - წერს ტრამპი.