Loading data...
დონალდ ტრამპი: აშშ აკეთებს იმას, რაც უნდა გაკეთდეს, ირანი დიდ ფასს იხდის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მეუღლესთან, მელანიასთან ერთად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა.

როგორც ტრამპი აცხადებს, აშშ აკეთებს იმას, რაც უნდა გაკეთდეს და ირანი დიდ ფასს იხდის.

„ირანთან დაკავშირებული სიტუაცია ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც უნდა გაკეთდეს. ჩვენი სამხედრო ძალები შეუდარებლები არიან. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. არავის უნახავს მსგავსი რამ. ეს უნდა გაკეთებულიყო 47 წლის განმავლობაში. ბევრ სხვადასხვა ადამიანს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა მათ გადაწყვიტეს, რომ ეს არ გაეკეთებინათ. ირანი ნამდვილად ტერორისა და სიძულვილის ერია და ახლა დიდ ფასს იხდიან“ - აცხადებს ტრამპი.