1758214227
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: არ ვეთანხმები ბრიტანეთის პრემიერს პალესტინის აღიარების საკითხში

ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის გეგმას პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ამ საკითხზე უთანხმოება გვაქვს… ეს ჩვენი იშვიათი უთანხმოებებიდან ერთ-ერთია“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა, ასევე, აღნიშნა, რომ ყველა მძევალი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რაც მის წინააღმდეგობას უსვამს ხაზს, მძევლების ეტაპობრივი გათავისუფლების მიმართ.