Loading data...
დონალდ ტრამპი: არ ვაპირებ პოზიციის შეცვლას, აშშ-ს თითქმის სრული კონტროლი აქვს ჰორმუზის სრუტეზე - ირანის ეკონომიკა ჩამოშლილია

„აშშ თეირანთან  მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებს“, - ამის შესახებ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მედიაში მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, ვაშინგტონისთვის კი სულერთია, მოაწერს თუ არა ირანი ხელს რაიმე შეთანხმებას.

ტრამპი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ამჟამინდელი პოზიცია ბევრად მოგებიანია, რადგან ამერიკული მხარე ჰორმუზის სრუტეს თითქმის სრულად აკონტროლებს, ირანის ეკონომიკა კი ჩამოშლილია.

„არ ვცდილობ ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან იძულებით დავაბრუნო, როგორც ეს მედიაში ვრცელდება. სულაც არ მაინტერესებს, მოაწერენ თუ არა ხელს მათთვისვე უსარგებლო შეთანხმებას.

ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ბევრად უფრო მომწონს - ჰორმუზის სრუტეს თითქმის სრულად ვაკონტროლებთ, მათი ეკონომიკა კი სრულად იშლება“, - წერს დონალდ ტრამპი.