Loading data...
დონალდ ტრამპი: ამერიკელი სამხედროების პროფესიონალიზმით აღფრთოვანებული ვარ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის დროს ამერიკელ სამხედროებს შორის დანაკარგები არ არის, თუმცა, მისი თქმით, რამდენიმე მათგანი დაშავდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა სამხედრო ოპერაცია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ავღანეთიდან აშშ-ის გასვლას შეადარა.

„ჩვენ აღარ ვართ დაცინვის ობიექტი“, - თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, სამხედრო ოპერაციას მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან ადევნებდა თვალს და აღფრთოვანებულია ამერიკელი სამხედროების პროფესიონალიზმით.

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ „ძლიერად იქნება ჩართული“ ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიის მომავალ საქმიანობაში.

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ნიკოლას მადუროს „ერთი კვირის წინ“ ესაუბრა და უთხრა, რომ „უნდა დანებებულიყო“.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, ნიკოლას მადურო და მისი ცოლი საკუთარ სახლში დააკავეს და ამჟამად ისინი ამერიკის სამხედრო გემზე იმყოფებიან.

დონალდ ტრამპის თქმით, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე ნიუ იორკის სასამართლოს წინაშე წარდგებიან.