Loading data...
დონალდ ტრამპი: ამერიკელი პაპი დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის

„ვულოცავ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოსტს. ამერიკისთვის დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ახალი პაპი პირველი ამერიკელი პაპია,“ - ასე მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რომის ახალ პაპს საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ზე.

„როგორი შთამბეჭდავი ამბავია! მოუთმენლად ველი პაპ ლეო XIV-თან შეხვედრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იქნება!“ - წერს ტრამპი.