Loading data...
დონალდ ტრამპი: 25%-ია იმის შანსი, რომ პუტინთან მოლაპარაკება წარუმატებელი იყოს!

დონალდ ტრამპი აღიარებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან წარუმატებელი მოლაპარაკების 25%-იანი შანსი არსებობს. ამის შესახებ BBC წერს. 

მისი თქმით, ალასკის სამიტის შემდეგ, შესაძლოა, მომდევნო შეხვედრის და მოლაპარაკების ხელახლა გამართვის საჭიროება დადგეს. „ამის შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს, ალბათ, 25%-ით“, - აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი და დასძენს, რომ თუ მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა, მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აუცილებლად დაესწრება.

ცნობისთვის, უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიებზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის, საზღვრების დადგენა უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას, ხაზგასმით თქვა, რომ „ტერიტორიების განაწილების საკითხი ვოლოდიმირ ზელენსკის გარეშე ვერ მოხერხდება“.