Loading data...
დნეპრში დაღუპული ადამიანების რიცხვი 16-მდე გაიზარდა, კიევში კი 81 დაშავებულია - უკრაინული მხარე რუსეთის იერიშზე

დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე განჟას ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი ადამიანების რიცხვი 16-მდე გაიზარდა. 

განჟას ცნობით, მაშველებმა სამძებრო სამაშველო ოპერაცია უკვე დაასრულეს. 

„დაშავდა 42 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი“, - აცხადებს განჟა. 

რაც შეეხება კიევში არსებულ ვითარებას, კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, დედაქალაქში დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი 81-მდე გაიზარდა. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 2 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული შეტევა დაიწყო. რუსეთმა უკრაინაზე იერიშის მისატანად უპილოტო საფრენი აპარატები და სხვადასხვა ტიპის რაკეტები გამოიყენა.

სულ დაფიქსირდა 729 საჰაერო დარტყმა.