1750780763
უცხოეთი
დნეპროპეტროვსკში 25 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა - დაღუპული ადამიანების რიცხვი 16-მდე გაიზარდა

რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 170-ზე მეტი ადამიანი.
25 ივნისი დნეპროპეტროვსკში გლოვის დღედ გამოცხადდა.
„რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა“, - აცხადებს ქალაქის მერი ბორის ფილატოვი.
რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად დაზიანდა 19 სკოლა, ათი საბავშვო ბაღი, საერთო საცხოვრებელი, გიმნაზია, ადმინისტრაციული შენობა, ქალაქის რვა საავადმყოფო და პოლიკლინიკა.