1771876962
უცხოეთი
დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული ძალების იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე განჟას ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს 40-ზე მეტჯერ შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.
„დაზიანდა სახლები, საზოგადოებრივი ცენტრი, სკოლა და მანქანა. სამწუხაროდ, ერთი ქალი დაიღუპა. მეორე დაშავდა“, - დაწერა განჟამ Telegram-ზე.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.