Loading data...
დნეპრის დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ დნეპრზე მასირებული საჰაერო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 21 დაიჭრა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, ცეცხლი მოეკიდა მრავალსართულიან კორპუსებს, კერძო სახლებს, სასტუმროს და გარაჟებს, დაზიანდა 21 ავტომობილი.

რუსეთმა საჰაერო შეტევები მოიერიშე დრონებით განახორციელა. მათი ნამსხვრევები ქუჩებში ყრია. ამის გამო პოლიცია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სამაშველო სამუშაოებში 150 მეხანძრე მაშველი და 40 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს.