Loading data...
დმიტრო კულება: უკრაინელები მზად არიან, დათმონ ტერიტორიები ომის დასასრულებლად

უკრაინელები მზად არიან, დათმონ ტერიტორიები ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „უკრაინსკაია პრავდასთან“ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკი ერთ მარტივ რამეს ხვდება: რაზეც არ უნდა მოილაპარაკოს მან, ეს მან უკრაინულ საზოგადოებას უნდა „მიჰყიდოს“.

ერთია, რას ხედავს ყველა რეიტინგებსა და სოციალურ გამოკითხვებში. სულ სხვაა, რას ამბობს ხალხი ქუჩებსა და საკუთარ სამზარეულოებში. გულწრფელად რომ ვთქვა, მიხარია კიდეც, 2024 წლის შემოდგომაზე მინისტრის თანამდებობა რომ დავტოვე, რადგან 21 წლის განმავლობაში მსოფლიოში ვმოგზაურობდი და როგორც იქნა, მომეცა შესაძლებლობა, უკრაინაშიც მემოგზაურა.

როდესაც სოფლებში ვიმოგზაურე და არა მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურებზე მქონდა ხალხთან საუბრის შესაძლებლობა, გულწრფელად რომ ვთქვა, სოციალური გამოკითხვების შედეგების კითხვა შევწყვიტე.

ჩემი შთაბეჭდილება ასეთია: თუ ხალხს ეტყვიან: „აი, რაზე [ტერიტორიებზე] უნდა ვთქვათ უარი, მაგრამ ეს ყველაფერი შეჩერდება და აი, რას მივიღებთ სანაცვლოდ: ძლიერ არმიას, მილიარდებს რეკონსტრუქციისთვის და ევროკავშირის წევრობას“, მაპატიეთ ამ ამბოხებული აზრისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკრაინული საზოგადოება მზად იქნება ამის მისაღებად.

რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ მასში არსად არ ეწერება, რომ ჩვენ საბოლოოდ და შეუქცევადად ვთმობთ რომელიმე ტერიტორიას“, - განაცხადა კულებამ.