1764830444
უცხოეთი
დმიტრო კულება აცხადებს, რომ 2026 წელს, შესაძლოა, უკრაინამ მეტი ტერიტორია და ხალხი დაკარგოს
უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, 2026 წელს უკრაინამ, შესაძლოა, მეტი ტერიტორია და ხალხი დაკარგოს.
როგორც კულება აღნიშნავს, ამ მომენტისთვის უკრაინას არ აქვს საკმარისი ძალა „ომის ტრაექტორიის შესაცვლელად“.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ორი გზა არსებობს - დათანხმდეს შეთანხმებას ომში პაუზის მისაღებად ან ომი უცვლელად გააგრძელოს.
„პირადად მე არ მჯერა, რომ ეს იქნება სამუდამო ზავი. 2026 წლისთვის დაგეგმილი რესურსები იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ 2026 წლის დეკემბრისთვის ჩვენ დავკარგავთ მეტ ტერიტორიას, მეტ ადამიანს, თუმცა იგივე წინადადებები იქნება განსახილველად, რაც ახლაა“, - აცხადებს დმიტრო კულება.