დმიტრიევი: პუტინისა და ტრამპის შეხვედრა მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ალასკაში შეხვედრა მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს კონსტრუქციულ დიალოგს და ხედავს შესაძლებლობას, პირდაპირ გადასცეს თავისი პოზიცია ამერიკულ მხარეს.
„ძალიან უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა. რა თქმა უნდა, შეხვედრა მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი გრძელდება. ჩვენ ძალიან კონსტრუქციული დიალოგის იმედი გვაქვს. რუსეთის შესახებ ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება და, რა თქმა უნდა, არსებობს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, პირდაპირ, ნათლად გადავცეთ რუსეთის პოზიცია ამერიკულ მხარეს“, - აღნიშნა დმიტრიევმა.