Loading data...
დმიტრი პესკოვის მტკიცებით, რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებების მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი არ აქვს

კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვს კიევთან მოლაპარაკებების მიმართ „გადაჭარბებული მოლოდინები“ არ აქვს.

მისი თქმით, ეს რთული პროცესია.

„მოლაპარაკებების პროცესი, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, რთულია, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონია რაიმე გადაჭარბებული მოლოდინები“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ამასთან, როგორც დმიტრი პესკოვმა განმარტა, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება ავტომატურად მიღებული გადაწყვეტილებაა.

„მოლაპარაკებების პროცესის შედეგად რა მოხდება, საბოლოო საუბრებით განისაზღვრება“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.